четверг, 20 ноября 2008 г.

პროექტის სახელი: საცდელი პროექტი „6 მაისის პარკი“

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი „6 მაისის პარკი“შექმნილია ბათუმში. ამ პროექტზე აქცენტი გამახვილებულია ბათუმის ერთერთ ულამაზეს კუთხეს, მისი მდიდარი ისტორიითდა ბუნებრივი რესურსებიტ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაიზიარებენ მათი უბნის კულტურას, თავისებურებებს. გადაუღებენ სურათებს ,ა ინფორმაციას განათავსებენ ონ-ლაინში. იღებენ ინტერვიუს უბანში მცხოვრებ უხუცესი ადამიანისაგან. მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწმყოსათვის.
მონაწილეთა ასაკი: 6-18 წლ., 1-12 კლ.
ვადები: 1თვე, 10 ნოემბერი- 10 დეკემბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფოტოსურათების პრეზენტაცია power point-ში, ნახატების გამოფენა და მათი გადატანა ელექტრონულ ვარიატში იმავე პრეზენტაციისთვის. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილ პრობლემებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღების მეთოდით და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება, რაც არის სწავლების ის მეთოდი, როდესაც ხდება წინასწარ მომზადება, მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზის/გზების ძიება.
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება. მოსწავლეები ისწავლიან ადგილის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, წერილები, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. შესაძლოა ნახატების, სურათების ალბომის, ჟურნალის ან ვებ-ბლოგის შექმნა.
სარგებელი სხვებისთვის: ყველა საგნის მასწავლებლებს შეუძლია , რომ მიიღოს ამ პროექტში მონაწილეობა:
ფიზკულტურა-ჩაატაროს გაკვეთილი “6 მაისი”-ს პარკში.
მათემატიკა-თემებში -პერიმეტრი, ფართობი, სიუჟეტული ამოცანები.
ენა/ლიტერატურა- მწერლების ძეგლები პარკის ტერიტორიაზე.
ბიოლოგია- რა მცენარეები იზრდება ჩვენს ქალაქში, ჩვენი სკოლის გვერდით, გვლით და დათვალიერებით პარკში.
ისტორია- ჩვენი ქალაქის ისტორია და უამრავი თემები
ინფორმატიკა-ტექსტების რედაქტირება,ინტერნეტი,ელ ფოსტა (სურათების მიბნა), ფაილის შენახვა,სურათებთან მუშაობა და ა.შ.
შრომა- პარკში დაგროვებულ მასალისაგან ბავშვებიგააკეთებენ ნიმუშებს.
ეკონომიკა- რამდენად მნიშნელოვანია პარკი ქალაქის ინფრასტრუქტურაში ადამიანის ჯანმრთელობისათვის,ეკონომია:პარკში თუ კაფეში?და ა.შ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, მათემატიკა, ლიტერატურა,ინფორმატიკა,და სხვა.

მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ვლადა ხიმენკო
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: vladakhim@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: საცდელი პროექტი „6 მაისის პარკი“
საცდელი პროექტი ბლოგების აგება:

ბლოგი : batparki.blogspot.com
რეკლამა: საცდელი პროექტი „6 მაისის პარკი“